ლონდონის „ჩელსიმ“ რამდენიმე ფეხბურთელი ტრანსფერზე დააყენა. ყოველ შემთხვევაში, ისინი ინგლისური კლუბის გეგმებში არ შედიან.
მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ნიკოლას ჯექსონს, კრისტოფერ ნკუნკუს, ბენ ჩილველს, რაჰიმ სტერლინგს, აქსელ დისასის და რენატო ვეიგას ახალი კლუბის მოძებნა მოუწევთ.
პარალელურად, „ჩელსი“ ახალი ცენტრალური მცველის შეძენას აპირებს. ასეთია მთავარი მწვრთნელის, ენცო მარესკას მოთხოვნა:
„ჩემთვის პრიორიტეტულია ახალი ცენტრალური მცველის პოვნა, ვნახოთ, შევძლებთ თუ არა ამას“, - თქვა იტალიელმა სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, რომ „ჩელსის“ ცენტრალური მცველი ლევი კოლვილი მძიმე ტრავმის გამო დიდი ხნით გამოაკლდა.