„მანჩესტერ სიტის“ სეზონის დასაწყისში როდრი ვერ დაეხმარება. ესპანელი ფეხბურთელი ტრავმირებულია.
როგორც ცნობილი გახდა, როდრი მოედანზე სექტემბრამდე ვერ დაბრუნდება, ესეც უკეთეს შემთხვევაში.
„როდრი თავს უკეთ გრძნობს, მაგრამ „ალ-ჰილალთან“ მატჩში სერიოზული ტრავმა მიიღო. ის უკეთ ვარჯიშობს, ვიმედოვნებთ, რომ სანაკრებო შესვენების შემდეგ ის ნამდვილად ფორმაში იქნება“, - თქვა „სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, რომ როდრის გასული სეზონი მძიმე ტრავმის გამო თითქმის გაუცდა, ის მოედანზე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატისთვის დაბრუნდა, სადაც კიდევ ერთხელ დაშავდა.