„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ გულშემატკივრებს მიმართა და მათ მადლობა გადაუხადა, ისევე, როგორც იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც გუნდი დატოვეს.
„უზომოდ დიდ მადლობას გიხდით [გულშემატკივრებს] თქვენი ვნებისა და ენთუზიაზმისთვის. რასაც თქვენ გადმოგვცემთ, მოედანზეც გადავიტანთ. ვიცით, რომ უნდა დავამტკიცოთ, რომ ვიმსახურებთ „ნაპოლიში“ თამაშს და ამას ყოველთვის თქვენთვის ვაკეთებთ. მადლობას გიხდით თქვენი ვნებისა და სიყვარულისთვის. კიდევ შევხვდებით შესანიშნავი სეზონის შემდეგ, რაც განსაკუთრებით პერსონალისა და ფეხბურთელების დამსახურებაა, რომლებმაც წარმოუდგენელი რამ შეძლეს.
ასევე მადლობა იმ მოთამაშეებს, რომლებიც წავიდნენ და სკუდეტოს მოგებაში წვლილი შეიტანეს. ვუსურვებთ მათ ყოველივე საუკეთესოს. ისტორიაში ახალი გვერდი დავწერეთ და ახლა თავიდან უნდა დავიწყოთ: უნდა ვეცადოთ, ცოტა ვისაუბროთ და ბევრი საქმე გავაკეთოთ“, - თქვა კონტემ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს პირველ ტურში 23 აგვისტოს, „სასუოლოს“ დაუპირისპირდება.