სტამბოლის „გალათასარაი“ „მანჩესტერ სიტიდან“ ედერსონ მორაეშის გადაბირებას ცდილობს. აღნიშნულ ინფორმაციას ნიკოლო სკირა ავრცელებს.
ბრაზილიელ მეკარეს თურქულ კლუბთან პირადი შეთანხმება მიღწეული აქვს 2028 წლის ზაფხულამდე კონტრაქტის გაფორმებაზე, რომლის მიხედვით სეზონში 7 მილიონ ევროს მიიღებს.
„მანჩესტერ სიტის“ ედერსონის შენარჩუნება სურს, მაგრამ „გალათასარაი“ ეცდება ინგლისური კლუბის დაყოლიებას ტრანსფერზე.
ედერსონი „მანჩესტერ სიტის“ ღირსებას 2017 წლიდან იცავს და 372 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მანამდე ის „ბენფიკას“, „რიუ ავესა“ და „რიბეირაოს“ რიგებში თამაშობდა.