ინგლისურ „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და იტალიურ „ფიორენტინას“ შორის ამხანაგური მატჩი „ოლდ ტრაფორდზე“ ფრედ - 1:1 დასრულდა.
მერვე წუთზე სტუმარი გუნდის შვეიცარიელმა ნახევარმცველმა სიმონ ცომმა ანგარიში თავდამსხმელ ალბერტ გუდმუნდსონის პასით გახსნა. 25-ე წუთზე კი „ფიორენტინას“ მცველმა, რობინ გოსენსმა, ბურთი საკუთარ კარში გაგზავნა.
ინგლისის პრემიერლიგის პირველ ტურში „მანჩესტერ იუნაიტედი“ საკუთარ მოედანზე „არსენალს“ დაუპირისპირდება. თამაში კვირას, 17 აგვისტოს არის დაგეგმილი. იტალიის სერია A „ფიორენტინასთვის“ კვირას, 24 აგვისტოს, „კალიარისთან“ გასვლითი მატჩით დაიწყება.