ფეხბურთი

20:48 | 9.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ლიდს იუნაიტედი“ და „მილანი“ ამხანაგურ მატჩში ფრეს დასჯერდნენ

ინგლისურ „ლიდს იუნაიტედსა“ და იტალიურ „მილანს“ შორის ამხანაგური მატჩი დუბლინში „ავივას“ სტადიონზე ანგარიში 1:1 დასრულდა.

სანტიაგო ხიმენესმა ანგარიში თამაშის 31-ე წუთზე გახსნა და „როსონერი“ წინ გაიყვანა. ანტონ სტახმა საპასუხო გოლი 67-ე წუთზე გაიტანა.

მილანელთა ვარსკვლავური ახალწვეული, ლუკა მოდრიჩი სათადარიგოთა სკამზე გახლდათ.

„ლიდს იუნაიტედი“ ინგლისის პრემიერლიგის ახალ სეზონს 18 აგვისტოს, „ევერტონთან“ საშინაო მატჩით დაიწყებს.

„მილანი“ 10 აგვისტოს „ჩელსისთან“ ამხანაგურ მატჩს გამართავს, გუნდი იტალიის თასზე „ბარის“ 17 აგვისტოს შეხვდება, ხოლო სერია A-ს ახალი სეზონი „როსონერისთვის“ 23 აგვისტოს, „კრემონეზესთან“ საშინაო მატჩით დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.092922