იტალიურმა „რომამ“ ამხანაგურ მატჩში ინგლისური „ევერტონი“ დაამარცხა. ლივერპულში გამართული შეხვედრა რომაელთა 1:0 გამარჯვებით დასრულდა.
ერთადერთი გოლი მატჩის 70-ე წუთზე არგენტინელმა თავდამსხმელმა მატიას სოულემ გაიტანა.
იტალიის ჩემპიონატის პირველ ტურში, 23 აგვისტოს, „რომა“ „ბოლონიას“ უმასპინძლებს. „ევერტონი“ ინგლისის პრემიერლიგის ახალი სეზონის პირველ მატჩში სტუმრად „ლიდსთან“ ითამაშებს, შეხვედრა 18 აგვისტოს გაიმართება.
ამ ზაფხულს „რომა“ „ატალანტას“ ყოფილმა მწვრთნელმა ჯან პიერო გასპერინიმ ჩაიბარა, რომელმაც ამ თანამდებობაზე კლაუდიო რანიერი შეცვალა. „ევერტონს“ 2025 წლის იანვრიდან შოტლანდიელი დევიდ მოიესი წვრთნის.