„ლიონმა“ პრესეზონზე ბოლო ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ესპანური „ხეტაფე“ 2:1 დაამარცხა, ხოლო გიორგი მიქაუტაძემ გოლი გაიტანა.
ქართველმა ფეხბურთელმა 24-ე წუთზე პენალტი დაარტყა, რომელიც დავიდ სორიამ მოიგერია, თუმცა დამატებაზე გიორგი პირველი იყო და ანგარიში მაინც გახსნა. ამ მომენტში მან მცირე დაზიანებაც მიიღო, მაგრამ საგანგაშო არაფერია, თამაში გააგრძელა.
„ხეტაფემ“ პირველივე ტაიმში გაათანაბრა, ხოლო 64-ე წუთზე ენსლი მეიტლანდ-ნაილსმა გამარჯვების გოლი გაიტანა. ინგლისელმა პენალტი შეაგდო, რომელიც მიქაუტაძემ მოიპოვა, მაგრამ ამჯერად ბურთთან არ მისულა. მას ისევ ექიმების დახმარება დასჭირდა, თუმცა თამაში განაგრძო. მოპოვებული პენალტის მომენტში "ხეტაფეს" ფეხბურთელი გიორგისთან უხეშობისთვის გააძევეს კიდეც.
გიორგი მიქაუტაძემ პრესეზონზე 3 გოლი გაიტანა, „ჰამბურგის“, „მალიორკას“ და „ხეტაფეს“ წინააღმდეგ, ხოლო „ლიონი“ ლიგა 1-ის პირველ ტურში 16 აგვისტოს, „ლანსს“ დაუპირისპირდება.