„ნიუკასლ იუნაიტედისა“ და „ატლეტიკოს“ ამხანაგური მატჩი „სენტ ჯეიმს პარკზე“ მადრიდელების გამარჯვებით, ანგარიშით 0:2 დასრულდა.
ხულიან ალვარესმა ანგარიში 50-ე წუთზე გახსნა და ესპანური გუნდი წინ გაიყვანა. ანტუან გრიზმანმა გუნდის უპირატესობა 63-ე წუთზე გააორმაგა.
„ნიუკასლი“ ინგლისის პრემიერლიგის ახალ სეზონში თავის მოგზაურობას 16 აგვისტოს „ასტონ ვილასთან“ გასვლითი თამაშით დაიწყებს. „ატლეტიკო“ ახალი ლა ლიგის პირველ ტურში „ესპანიოლს“ 17 აგვისტოს ეწვევა.