„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაცხადა 22 წლის თავდამსხმელის, ბენიამინ შეშკოს „ლაიფციგიდან“ ტრანსფერის შესახებ. სლოვენიელ ფეხბურთელთან კონტრაქტი 2030 წლის ივნისამდე გაფორმდა.
„წითელმა ეშმაკებმა“ შეშკო 85 მილიონ ევროდ შეიძინეს, საიდანაც 76.5 მილიონი ევრო ფიქსირებული ანაზღაურებაა, ხოლო 8.5 მილიონი ევრო ბონუსები.
თავდამსხმელი გერმანულ კლუბში 2023 წლის ზაფხულიდან თამაშობდა. გასულ სეზონში შეშკომ ყველა ტურნირზე 45 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც 21 ბურთი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა.