„პარი სენ-ჟერმენმა“ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მეკარე ლუკ შევალიეს „ლილიდან“ ტრანსფერის შესახებ განაცხადა.
23 წლის მეკარესთან ხელშეკრულება 2030 წლამდე გაფორმდა. ის პარიზელებში 30 ნომრით ითამაშებს. ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს თქმით, შევალიეს სანაცვლოდ 40 მილიონ ევროზე მეტი გადაიხადეს.
„ბავშვობიდან ვოცნებობდი უმაღლეს დონეზე თამაშზე. მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ნასერ ალ-ხელაიფის, ლუის კამპოსს და მწვრთნელ ლუის ენრიკეს, მთელ სამწვრთნელო შტაბს და ყველას, ვინც დიდი შრომა გასწია, რომ „პარი სენ-ჟერმენში“ მოვხვედრილიყავი. ძალიან მიხარია, რომ აქ ვარ. ამ მაისურს ვნებითა და ამბიციით ჩავიცვამ“, - თქვა შევალიემ.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ სპორტული დირექტორი ლუის კამპოსი უახლოეს მომავალში გუნდის ამჟამინდელი მეკარის, ჯანლუიჯი დონარუმას გაყიდვას აპირებს.
გასულ სეზონში შევალიემ ლიგა 1-ში 34 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 11-ში კარის „მშრალად“ შენახვა მოახერხა. ჩემპიონთა ლიგაზე მეკარემ 10 მატჩში 13 გოლი გაუშვა.