ფეხბურთი

1:40 | 10.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: დარვინ ნუნიესი "ალ-ჰილალის" ფეხბურთელია

ურუგვაის ნაკრების თავდამსხმელი დარვინ ნუნიესი „ლივერპულიდან“ „ალ-ჰილალში“ გადავიდა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

ურუგვაელის სანაცვლოდ არაბებმა ბონუსების ჩათვლით 65 მილიონი ევრო გადაიხადეს და კონტრაქტი 2028 წლამდე გაუფორმეს. ნუნიესის ხელფასი „ალ-ჰილალში“ წელიწადში 22 მილიონი ევრო იქნება.

დარვინ ნუნიესი „ლივერპულში“ 2022 წლიდან თამაშობდა და 143 მატჩში 40 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის „ბენფიკას“, „ალმერიასა“ და „პენიაროლის“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.087984