ფეხბურთი

11:09 | 10.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჰაკიმი: "ჩვენ ძლიერები ვართ, მაგრამ შესანიშნავი ფეხბურთელებით ბევრი გუნდი გაძლიერდა"

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა აშრაფ ჰაკიმიმ განაცხადა, რომ ძლიერი გუნდი ჰყავთ, მაგრამ სხვა გუნდებიც გაძლიერდნენ და ახალ სეზონში კონკურენციას ელოდება.

„ძლიერები ვართ, მაგრამ ბევრი გუნდია, რომლებიც შესანიშნავი მოთამაშეებით გაძლიერდნენ. ჩვენ ჩვენს გზაზე კონცენტრირებულები ვრჩებით და კვლავ გამარჯვება გვსურს. ჩვენს კონკურენტებს შორის ვხედავ „რეალს“, „ბარსელონას“, „ლივერპულს“ და „მანჩესტერ სიტის“, - თქვა ჰაკიმიმ.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ ახალ სეზონს 13 აგვისტოს, ევროპის სუპერთასზე ლონდონის „ტოტენჰემთან“ მატჩით დაიწყებს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.174306