ფეხბურთი

12:17 | 10.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ენცო მილო გერმანიიდან საუდის არაბეთში გადაბარგდა

ფრანგი ფეხბურთელი ენცო მილო „შტუტგარტიდან“ „ალ-აჰლიში“ გადავიდა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

23 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ არაბებმა „შვაბებს“ 28 მილიონი ევრო გადაუხადეს, ხოლო მხარეებს შორის კონტრაქტი სამწლიანია.

ენცო მილომ „შტუტგარტში“ 2021 წლიდან თამაშობდა და 113 მატჩში 22 გოლი გაიტანა, ხოლო 21-ჯერ საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.088496