„პარი სენ-ჟერმენისა“ და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელ რანდალ კოლო მუანის „იუვენტუსში“ დაბრუნება სურს.
იტალიური კლუბი მუშაობს ტრანსფერზე, რათა ფრანგი ფორვარდი უკან დაიბრუნოს, რომელიც პსჟ-ს გეგმებში არ შედის.
კოლო მუანის ტურინულ გრანდში დაბრუნება რაც შეიძლება მალე სურს და კლუბთან ხუთწლიან კონტრაქტზე შეთანხმება მიღწეული აქვს. ყველაფერი ახლა კლუბებს შორის მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული.
ფრანგმა ფორვარდმა საუდის არაბეთის ერთ-ერთი კლუბის მიერ უზარმაზარ ხელფასზე უარი თქვა და ასევე უარი უთხრა „ტოტენჰემსა“ და „ნიუკასლს“, რათა „იუვეში“ დაბრუნდეს.
26 წლის ფორვარდმა „იუვენტუსში“ გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარით გაატარა და 22 მატჩში 10 გოლი გაიტანა.