ფეხბურთი

20:15 | 10.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

"კრისტალ პალასმა" "ლივერპული" დაამარცხა და ინგლისის სუპერთასი ისტორიაში პირველად მოიგო
გიორგი მამარდაშვილს თამაშის შესაძლებლობა არ მისცემია

ინგლისის სუპერთასი „კრისტალ პალასმა“ ისტორიაში პირველად მოიგო. ოლივერ გლასნერის გუნდმა „ლივერპული“ პენალტების სერიაში დაამარცხა.

თავიდანვე ვთქვათ, რომ გიორგი მამარდაშვილის ოფიციალური დებიუტი არ შედგა, ქართველი მეკარე სათადარიგო იყო, რადგან არნე სლოტმა ალისონი ამჯობინა.

„ლივერპული“ მეოთხე წუთზე დებიუტანტი უგო ეკიტიკეს გოლით დაწინაურდა, რასაც ლონდონელებმა მალევე ჟან-ფილიპ მატეტას გოლით უპასუხა. თუმცა, გავიდა 4 წუთი და ჟერემი ფრიმპონგმა შესანიშნავი გოლით „წითლები“ მეორე დააწინაურა.

„ლივერპულმა“ ტაიმი მოიგო, თუმცა საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა, რადგან 77-ე წუთზე ისმაილა სარმა მეორედ აღადგინა წონასწორობა. ძირითადი დრო 2:2 დასრულდა და პირდაპირ პენალტების სერია დაინიშნა, რომელშიც დინ ჰენედერსონმა გაიბრწყინა, მან ალექსის მაკ ალისტერისა და ჰარვი ელიოტის დარტყმები მოიგერია, ხოლო მო სალაჰმა ბურთი კარს ააცილა. საბოლოოდ, „კრისტალ პალასმა“ 3:2 მოიგო.

ლონდონურმა კლუბმა, რომელსაც ტიტული არ ჰქონდა ცოტა ხნის წინ, ბოლო სამ თვეში მეორე ტიტული მოიგო - ასოციაციის თასი და ახლა სუპერთასი. გიორგი მამარდაშვილს კი კარიერაში პირველი ტიტულის მოგება შეეძლო, მაგრამ ახლა არ გამოვიდა, მომავალში შანსი არაერთხელ ექნება.

„ლივერპული“ პრემიერლიგის ახალ სეზონს 15 აგვისტოს, „ბორნმუთთან“ საშინაო მატჩით დაიწყებს.

„კრისტალ პალასი“ - „ლივერპული“ 2:2 პენ: 3:2 (1:2)

გოლები: 0:1 ეკიტიკე (4), 1:1 მატეტა (17, პენ), 1:2 ფრიმპონგი (21), 2:2 სარი (77)

პენალტების სერია: 0:0 სალაჰი (ააცილა), 1:0 მატეტა, 1:0 მაკ ალისტერი (მეკარე), 1:0 ეზე (მეკარე), 1:1 გაკპო, 2:1 სარი, 2:1 ელიოტი (მეკარე), 2:1 სოსა (ხარიხა), 2:2 სობოსლაი, 3:2 დევეინი

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.161346