ფეხბურთი

21:07 | 10.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კაკაბაძის გოლი პოლონეთის ჩემპიონატში (+VIDEO)

პოლონეთის ექსტრაკლასას მეოთხე ტურში „კრაკოვიას“ მცველმა ოთარ კაკაბაძემ გოლი გაიტანა.

ქართველი ფეხბურთელის გუნდი სტუმრად „იაგელონიასთან“ 2:5 დამარცხდა, ხოლო კაკაბაძემ მეტოქის კარი მეოცე წუთზე თავური დარტყმით დალაშქრა. მან იმ დროისთვის თავისი გუნდი წინ გაიყვანა (2:1), მაგრამ მეორე ტაიმში „იაგელონიამ“ მეტოქეს აჯობა და 5:2 მოიგო.

ოთარ კაკაბაძემ მიმდინარე სეზონში ოთხ მატჩში ერთი გოლი გაიტანა და ერთხელაც საგოლე პასი გააკეთა.

„კრაკოვია“ 7 ქულით მეხუთე ადგილზეა, 15 აგვისტოს კი, ვიძევს საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.175496