ფეხბურთი

23:22 | 10.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

"დილამ" "იბერიასთან" ჩამორჩენა ისევ შეამცირა

საქართველოს ეროვნული ლიგის მეოცე ტურში გორის „დილამ“ „გაგრა“ დაამარცხა და კვლავ ისარგებლა „იბერიას“ წაფორხილებით.

თუ ორი ტურის წინ ამ გუნდებს შორის სხვაობა 6 ქულა იყო, ახლა ერთადერთი ქულაა. „დილამ“ „გაგრასთან“ ჟან-მარკ ტიბუეს გოლით მოიგო, რომელმაც მეტოქის კარი 76-ე წუთზე დალაშქრა - 0:1.

გორის „დილა“ 44 ქულით მეორე პოზიციაზეა და ქულით ჩამორჩება „იბერიას“, ხოლო მომდევნო ტურში 17 აგვისტოს, ეს გუნდები გორში ერთმანეთს ხვდებიან. „გაგრას“ 20 ქულით მეშვიდე ადგილი უკავია და წინ „დინამო ბათუმთან“ მატჩი აქვს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.171159