„ფროზინონეს“ „ბენევენტოს“ წინააღმდეგ ბოლო ამხანაგურ მატჩში (0:1) გიორგი კვერნაძე დააკლდა, რასაც იტალიური მედია გამოეხმაურა.
წერილში აღნიშნულია, რომ „ფროზინონეს“ ყველაზე მეტად კვერნაძის არყოფნა ეტყობოდა:
„ჯალოროსის“ წინააღმდეგ კამპანიელთა მხრიდან ყველაზე შესამჩნევი კვერნაძის არყოფნა იყო. ქართველი შემტევი გარემარბი, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ, მხოლოდ მცირე დაღლილობის გამო ისვენებდა, პრესეზონის მატჩებში მუდმივად მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო, იტანდა გოლებს, მაგრამ ამავდროულად მუდმივად საფრთხეს უქმნიდა მოწინააღმდეგე გუნდის დაცვას“, - წერს Ciociaria Oggi.
შეგახსენებთ, რომ გიორგი კვერნაძეს პრესეზონზე ორი გოლი აქვს გატანილი, ხოლო „ფროზინონე“ სერია B-ს პირველ ტურში 24 აგვისტოს, „აველინოს“ შეხვდება, ერთი კვირით ადრე იტალიის თასზე „მონცას“ დაუპირისპირდება.