„მილანი“ „ჯენოადან“ ბელგიელ მცველს, კონი დე ვინტერს დაიმატებს. მხარეებს შორის ტრანსფერზე შეთანხმება მიღწეულია.
ფეხბურთელის სანაცვლოდ „როსონერი“ 20 მილიონ ევროს გადაუხდის და კონტრაქტს 2030 წლის ზაფხულამდე გაუფორმებს. დე ვინტერის ხელფასი სეზონში 2 მილიონი ევრო იქნება, ხოლო სამედიცინო შემოწმებას უახლოეს 48 საათში გაივლის.
აღსანიშნავია, რომ 5 მილიონი ტურინის“იუვენტუსს“ ერგება, სადაც ბელგიელი მცველის კარიერა დაიწყო.
კონი დე ვინტერი „იუვენტუსის“ აღზრდილია, რომლის მთავარ გუნდში ორი მატჩი ჩაატარა, სწორედ მასიმილიანო ალეგრის ხელმძღვანელობით. შემდეგ მან იჯარით „ემპოლიში“ ითამაშა, ხოლო 2023 წლიდან „ჯენოაში“ გამოდის, რომლის მაისურით 57 მატჩში 3 გოლი გაიტანა.