ფეხბურთი

9:30 | 11.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

მესის არყოფნაში "ინტერ მაიამი" "ორლანდო სიტისთან" განადგურდა (+VIDEO)

დღეს გამთენიისას MLS-ის 26-ე ტურის მატჩში ლიონელ მესის "ინტერ მაიამიმ" სტუმრად "ორლანდო სიტის" დაუპირისპირდა და 4:1 განადგურდა.

მატჩი საკმაოდ აქტიურად დაიწყო, მეორე წუთსვე "ორლანდო" ლუის მურიელმა დააწინაურა, რასაც "მაიამიმ" სწრაფად უპასუხა და მე-5 წუთზე იანიკ ბრაითმა ანგარიში გაათანაბრა. ამის შემდეგ, მასპინძლები სრულ უპირატესობას ფლობდნენ, რაც შედეგზეც აისახა. მეორე ტაიმის დასაწყისში კოლუმბიელმა ფორვარდმა დუბლი შეასრულა, რასაც მარტინ ოხედასა და მარკო პაშალიჩის გოლები მოჰყვა და საბოლოოდ "ორლანდ სიტიმ" "ინტერ მაიამი" 4:1 გაანადგურა. აღსანიშნავია, რომ ლიონელ მესიმ აღნიშნული მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა, არგენტინელს კუნთის დაზიანება აქვს.

"ორლანდოს" 26 ტურის შემდეგ 44 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მეოთხეა, ხოლო "ინტერ მაიამის" სამი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული და 42 ქულით მეექვსე ადგილზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.166564