ფეხბურთი

15:50 | 11.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ტოტენჰემმა" "სიტისთან" ბრაზილიელი შემტევის ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაიწყო

მას შემდეგ, რაც ჰონ-მინ სონმა "ტოტენჰემი" დატოვა, ლონდონელები შეტევის გაძლიერებაზე ფიქრობენ. როგორც ინსაიდერი დავიდ ორსსტეინი იტყობინება, მათი მთავარი სამიზნე "მანჩესტერ სიტის" ბრაზილიელი ფლანგელი სავინიოა.

წყაროს ცნობით, "დეზებმა" აღნიშნულ ტრანსფერზე მოლაპარაკებები უკვე დაიწყო და მზად არიან მის სანაცვლოდ 42.5 მილიონი ფუნტი გადაიხადონ. "ქალაქელებს" სავინიოს გაყიდვა არ სურს, თუმცა თუ ფეხბურთელი წასვლას გადაწყვეტს, ისინი ხელს არ შეუშლიან.

შეგახსენებთ, რომ სავინიო "სიტის" 2024 წლეს შეუერთდა, ბრაზილიელმა გასულ სეზონში 48 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი 3 გოლითა და 13 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.084604