UFC-ის ბრაზილიელმა მებრძოლმა ჩარლზ ოლივეირამ კომენტარი ილია თოფურიასთან წაგებულ ბრძოლაზე გააკეთა. მისი თქმით, ქართველ "მატადორთან" წაგების შემდეგ, სახლში განრისხებული დაბრუნდა და ბევრი იტირა.
"ილიასთან ბრძოლის შემდეგ, ექიმებმა მირჩიეს, რომ დამატებით 2 დღე დავრჩენილიყავი კლინიკაში. რა თქმა უნდა, მათ დავუჯერე და საბედნიეროდ აღმოჩნდა, რომ სერიოზული დაზიანება არ მაქვს. ილია ძალიან ძლიერი მეტოქეა და მე ასეთ მებრძოლთან დავმარცხდი. სახლში განრისხებული დავბრუნდი და ბევრი ვიტირე, თუმცა დაიმახსოვრეთ, დაჭრილი ლომი, მაინც ლომია და 12 ოქტომბერს ამას ყველა დაინახავს." - განაცხადა ოლივეირამ.
შეგახსენებთ, რომ ოლივეირა 12 ოქტომბერს UFCrio-ზე ბრუნდება და მისი მეტოქე რაფაელ ფიზიევი იქნება, აღნიშნული დაპირისპირება საღამოს ჰედლაინერი იქნება.