ფეხბურთი

15:10 | 11.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

შეთანხმება მიღწეულია, გრილიში "ევერტონში" ითამაშებს

„მანჩესტერ სიტის“ გარემარბი ჯეკ გრილიში კარიერას "ევერტონში" გააგრძელებს. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით შეთანხმება ყველა საკითხზე მიღწეულია და გარიგება ოფიციალურად სულ მალე დადასტურდება.

წყაროს ცნობით, 29 წლის ინგლისელი ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის და "მესესაიდულ" კლუბს ერთ წლიანი იჯარით შეუერთდება. გარიგებაში ჩადებული პუნქტის მიხედვით, "ევერტონს" მისი გამოსყიდვის უფლება არ ექნება, აქედან გამომდინარე გრილიში ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ "სიტიში" დაბრუნდება.

ჯეკ გრილიში „მანჩესტერ სიტიში“ 2021 წლიდან თამაშობს და 157 მატჩში 17 გოლი გაიტანა. ინგლისელი ფეხბურთელი მანამდე „ასტონ ვილას“ და „ნოთს ქაუნთის“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.161792