მადრიდის „ატლეტიკომ“ იტალიის ნაკრების თავდამსხმელი ჯაკომო რასპადორი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
მადრიდელებმა „ნაპოლის“ 22 მილიონი ევრო გადაუხადეს, რასაც 4 მილიონი ევრო დაემატება. რასპადორი „ატლეტიკოს“ მეორე იტალიელი ახალწვეულია მიმდინარე ზაფხულს - მანამდე „ატალანტადან“ მატეო რუჯერი დაიმატა. ჯაკომომ 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და სეზონში 3 მილიონ ევროს მიიღებს.
25 წლის ჯაკომო რასპადორიმ კარიერა „სასუოლოში“ დაიწყო, ხოლო „ნაპოლიში“ 2022 წლიდან 109 მატჩში 18 გოლი გაიტანა და იტალიის ჩემპიონი ორჯერ გახდა. რასპადორის იტალიის ნაკრებში ჩატარებულ 40 შეხვედრაში 9 გოლი აქვს გატანილი.