ფეხბურთი

21:07 | 11.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

სტადიონის სამზარეულოს რემონტის გამო "დორტმუნდი" ტრანსფერებზე ვერ აქტიურობს

დორტმუნდის „ბორუსია“ სატრანსფერო ბაზარზე ვერ აქტიურობს, რასაც მიზეზი აქვს, თუმცა ცოტა უცნაური.

როგორც Bild-ი იტყობინება, გერმანული გუნდი მოულოდნელად 11 მილიონი ევროს ხარჯის წინაშე აღმოჩნდა, რაც მათი ბიუჯეტის მეხუთედია. „დორტმუნდმა“ „სიგნალ იდუნა პარკზე“ სამზარეულო უნდა გაარემონტოს, ამიტომაც, ტრანსფერებზე ვერ აქტიურობს.

როგორც შემოწმებამ აჩვენა, სტადიონის სამზარეულო ვეღარ აკმაყოფილებს სტანდარტებს, რამაც კლუბი აიძულა, რომ შესაბამისი ზომები მალე მიეღო.

თეგებიდორტმუნდი
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.171741