ესპანეთის ლა ლიგის კალენდარული მატჩი „ვილიარეალსა“ და „ბარსელონას“ შორის, რომელიც 20 დეკემბერსაა დაგეგმილი, დიდი ალბათობით ამერიკაში, მაიამიში გაიმართება.
ესპანური მედიის ცნობით, ოფიციალური ნაბიჯები გადადგმულია და მხოლოდ საბოლოო მწვანე შუქი აკლია ინფორმაციის ოფიციალურად დადასტურებას. თუ ასე მოხდა, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ლა ლიგის მატჩი ესპანეთის საზღვრებს მიღმა გაიმართება.
აღსანიშნავია, ახალ სეზონში სერია A-ს მატჩი (მილანი-მონცა) დიდი ალბათობით, ავსტრალიაში ჩატარდება. ასე რომ, ევროპულ ფეხბურთში სიახლეები ინერგება, რაც მოსალოდნელია, რომ უახლოეს წლებში კიდევ უფრო გაიზრდება.