პორტუგალიის ჩემპიონატში ნოდარ ლომინაძის დებიუტი შედგა. „ეშტორილის“ ნახევარმცველი პირველ ტურში „ესტრელას“ წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში იყო.
ქართველმა ფეხბურთელმა პირველი ტაიმი ითამაშა, შესვენებაზე შეცვალეს. მან 25-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. მოგეხსენებათ, ლომინაძემ პორტუგალიურ გუნდთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
„ეშტორილი“ პორტუგალიის ჩემპიონატის მეორე ტურში 16 აგვისტოს, „გიმარაეშს“ ესტუმრება.