11:10 | 12.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ბორნმუთის“ მწვრთნელმა ირაოლამ პირველად გააკეთა კომენტარი ზაბარნის პსჟ-ში შესაძლო ტრანსფერზე

„ბორნმუთის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდონი ირაოლამ გუნდის მცველის, ილია ზაბარნის პსჟ-ში შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.

„თქვენ მიცნობთ, ეს თვე არ მომწონს. ბევრი რამ ხდება. ზაბარნიმ ბოლო ორ მატჩში არ ითამაშა, მაგრამ ჯერ ოფიციალური არაფერია გარკვეული.

ვფიქრობ, ყველაფერი მოხდება, მაგრამ უნდა დაველოდოთ დოკუმენტების ხელმოწერას და ოფიციალურ დადასტურებას“, - ციტირებს BBC ირაოლას სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ფრანგულმა გამოცემა RMC Sport-მა დაწერა, რომ ზაბარნიმ წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება და პარიზულ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა. ოფიციალური განცხადება მალე გამოქვეყნდება.

0.086669