ფეხბურთი

12:54 | 12.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ილია ზაბარნი პსჟ-ს ფეხბურთელია

„პარი სენ-ჟერმენმა“ უკრაინის ეროვნული ნაკრების მცველის, ილია ზაბარნის ტრანსფერის შესახებ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაცხადა. ფეხბურთელი საფრანგეთის ჩემპიონატში ინგლისური „ბორნმუთიდან“ გადავიდა. მხარეებმა კონტრაქტი 2030 წლამდე გააფორმეს.

ერთი დღით ადრე ფეხბურთელმა პსჟ-სთვის სამედიცინო შემოწმება გაიარა. მედიის ცნობით, პსჟ-მ ზაბარნის ტრანსფერი 63 მილიონ ევროდ დაასრულა. „ბორნმუთმა“ შესაძლოა კიდევ 3 მილიონი ევრო ბონუსების სახით მიიღოს.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის იანვარში ინგლისელებმა კიევის „დინამოს“ მცველში 22,7 მილიონი ევრო გადაუხადეს.

ადრე მედიაში გავრცელდა ჭორები, რომ მატვეი საფონოვმა ზაბარნის ტრანსფერის გამო შესაძლოა პსჟ-დან წავიდეს. კლუბს, სავარაუდოდ, არ სურს გასახდელში რუსისა და უკრაინელის გაერთიანება, რადგან ამან შეიძლება საერთო ატმოსფეროზე იმოქმედოს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.094628