ხიხონის „სპორტინგი“ ლაშა ოდიშარიათი დაინტერესებულია, მაგრამ ტრანსფერის შანსი დღითიდღე კლებულობს.
საქმე ისაა, რომ „სპორტინგს“ არ სურს რფს-ის მიერ მოთხოვნილი ფინანსური პირობების დაკმაყოფილება, რის გამოც ალტერნატიულ ვარიანტებზე მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი ესპანური გამოცემა As-ი ავრცელებს.
„ხიხონის „სპორტინგმა“ მამადუ ლუმი დიამატა, მაგრამ ახლა პრობლემა მარჯვენა ფლანგზე ახალი ალტერნატივის პოვნაშია. ლაშა ოდიშარია აირჩიეს და ფეხბურთელი კვლავ დაინტერესებულია ლატვიური რფს-ის დატოვებით, სადაც ბოლო ოთხ მატჩში განაცხადშიც არ იყო. ეს კლუბი 22 წლის ფეხბურთელის ტრანსფერში თანხას ითხოვს, რომლის გადახდაც „სპორტინგს“ არ სურს. თუ უახლოეს საათებში სიტუაცია სრულად არ გამოსწორდება, ოდიშარია საბოლოოდ დაკარგავს „სპორტინგის“ შანსს, რადგან კლუბის სპორტული მენეჯმენტი სხვა ალტერნატივებზე მუშაობს“, - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ ლაშა „ოდიშარიას“ რფს-თან კონტრაქტი აკავშირებს. სწორედ ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ ლატვიელებს კომპენსაციის მიღება სურთ.