ფეხბურთი

20:10 | 12.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ჯეკ გრილიში "ევერტონის" ფეხბურთელია

ლივერპულის „ევერტონმა“ „მანჩესტერ სიტიდან“ ჯეკ გრილიში დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

ინგლისელი შემტევი „ევერტონს“ იჯარით და 55 მილიონ ევროდ გამოსყიდვის ვარიანტით შეუერთდა. მან 1+3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

„აქ მოსვლამდე უეინ რუნის ვესაუბრე და მასაც ვუთხარი, რომ 18 ნომერს ვიღებდი. ამიტომ, იმედი მაქვს, ისიც ბედნიერი იქნება“, - აღნიშნა ჯეკმა.

ჯეკ გრილიში „მანჩესტერ სიტიში“ 2021 წლიდან თამაშობდა და 157 მატჩში 17 გოლი გაიტანა. ინგლისელი ფეხბურთელი მანამდე „ასტონ ვილას“ და „ნოთს ქაუნთის“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.096008