ფეხბურთი

21:30 | 12.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპული" ინგლისელ და იტალიელ მცველებს დაიმატებს

„ლივერპულმა“ „კრისტალ პალასის“ ცენტრალური მცველის მარკ გეჰის ტრანსფერზე შეთანხმებას პრაქტიკულად მიაღწია.

ფეხბურთელთან ხუთწლიან კონტრაქტზე კლუბი უკვე მორიგებულია, ხოლო ლონდონელებთან მოლაპარაკებებს წარმატებით აწარმოებს. ტრანსფერის ღირებულება 40 მილიონი ევრო იქნება.

თუმცა, გარდა ამისა, „ლივერპული“ კიდევ ერთი ცენტრალური მცველის, ჯოვანი ლეონის ტრანსფერზეც მუშაობს და მზადაა 18 წლის იტალიელში „პარმას“ 30 მილიონი ევრო გადაუხადოს. ამ შემთხვევაშიც ტრანსფერის შანსი ძალიან მაღალია.

ლეონი ძალიან ნიჭიერია, რომელიც იტალიურ გრანდებსაც სურთ, მაგრამ ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე „ლივერპული“ ბრძოლაში აშკარა ფავორიტია. ლეონიმ გასულ სეზონში 17 მატჩში 1 გოლი გაიტანა. თავიდან ამბობდნენ, რომ ლეონი „ლივერპულისთვის“ გეჰის ალტერნატიული ვარიანტი იყო, მაგრამ - არა. კლუბი ორივე მცველის დამატებაზე აქტიურად მუშაობს.

მარკ გეჰი „ჩელსის“ აღზრდილია, სადაც შანსი არ მიეცა, სამაგიეროდ, ბოლო წლებში „კრისტალ პალასის“ ლიდერი იყო, რომლის რიგებში 156 მატჩში 8 გოლი გაიტანა, ასოციაციის თასი და ინგლისის სუპერთასი მოიგო, ხოლო ინგლისის ნაკრებში 23 მატჩი აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.1675