ფეხბურთი

11:41 | 13.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ნიუკასლმა" გერმანელი მცველი დაიმატა

„ნიუკასლ იუნაიტედმა“ „მილანიდან“ გერმანელი ცენტრალური მალიკ ჩაო დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

„კაჭკაჭებმა“ ახალგაზრდა ფეხბურთელში 40 მილიონი ევრო გაიღეს და ხუთწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს, სეზონში 4 მილიონი ევროს ანაზღაურებით.

23 წლის ფეხბურთელი გელზენკირხენის „შალკეს“ აღზრდილია, ხოლო „მილანში“ 2022 წელს გადავიდა და მას შემდეგ 85 თამაშში 1 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.090464