ფეხბურთი

12:17 | 13.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ნიუკასლი" "ასტონ ვილას" შემტევს იმატებს

„ნიუკასლ იუნაიტედი“ „ასტონ ვილადან“ ჯეიკობ რემზის იმატებს. მხარეებს შორის შეთანხმება ძალიან ახლოსაა.

რემზის სანაცვლოდ „ჯორდები“ 40 მილიონ გირვანქა სტერლინგს გადაიხდიან. ფეხბურთელს „ვესტ ჰემიც“ იწვევდა, მაგრამ მას მხოლოდ „ნიუკასლი“ სურს და როგორც ჩანს, მიზანს მიაღწევს.

ჯეიკობ რემზიმ „ასტონ ვილაში“ 2018 წლიდან დღემდე 167 მატჩში 17 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.092873