თამაშგარე

13:05 | 13.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

იამალმა თვალი არგენტინელ მომღერალს დაადგა

დიდი მამაილა ვინმეა "ბარსელონას" ყმაწვილი ვარსკვლავი ლამინ იამალი. ერთი რომ გაუგო ქალებში ნავარდს გემო, მას შემდეგ არ გაჩერებულა. ლამის ყოველ სამ თვეში ახალ სატრფოს იცვლის და ისეთი ტემპი აქვს აღებული, პირინეის მიწაზე „მიუიმასქნევი“ აღარავინ დარჩება.

ამჯერად არგენტინელი მომღერალი, ნიკი ნიკოლი ამოიღო მიზანში და მთელი ესპანეთი მათ რომანზე ლაპარაკობს. მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთობა ჯერ არ გაოფიციალურებულა, ნიკი „ბარსელონას“ ვარჯიშებზეც დადის და იტალიურ „კომოსთან“ ამხანაგურ თამაშსაც დაესწრო.

ეს კი არადა, ნიკი ნიკოლს ტანთ მუდამ ლამინის მაისური მოსავს და ჭორთმოყვარულმა ჟურნალისტებმა ისიც კი დააფიქსირეს, რომ გოგოს ტელეფონის მთავარ გვერდზე სწორედ ლამინის ფოტო ჰქონდა გამოჭიმული.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.100498