ჩოგბურთი

13:24 | 13.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი სამტერის ჩელენჯერის მერვედფინალშია

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი აშშ-ში იმყოფება და მონაწილეობას სამტერის ჩელენჯერში იღებს, რომელიც 125-ქულიანი ტურნირია.

33 წლის ქართველმა აღნიშნულ ტურნირზე პირველი მატჩი ამერიკელ კრისტოფერ ეუბანკსთან გამართა (ATP 154) და 3 სეტში 6:3, 3:6, 7:6 მოიგო, რითაც ნიკოლოზმა მერვედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

შემდეგ წრეში, ბასილაშვილის მეტოქე მერფი კასონესასა და დარვინ ბლანჩს შორის გამარჯვებული იქნება.

ცნობისთვის, ნიკოლოზ ბასილაშვილი აღნიშნულ ტურნირზე მეექვსე ნომრად არის განთესილი, საერთო რეიტინგში კი ქართველი 112-ე ადგილს იკავებს.

0.08645