სხვა

15:53 | 13.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

დე დუპლესი: "ილია გასაოცარი მებრძოლია და შესანიშნავი მაგალითია, თუ როგორი უნდა იყოს მამა და მეუღლე"

UFC-ის საშუალო დივიზიონის ჩემპიონმა დრიკუს დუ პლესიმ ინტერვიუს დროს კომენტარი ილია თოფურიაზე გააკეთა. სამხრეთ აფრიკელმა მებრძოლმა ქართველზე დადებითად ილაპარაკა და განაცხადა, რომ ილია შესანიშნავი მებრძოლია და ამავდროულად შესანიშნავი მაგალითია, იმისა თუ როგორი უნდა იყოს მამა და მეუღლე.

"ილია თოფურია გასაოცარი მებრძოლია და შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორი უნდა იყოს მამა და მეუღლე. მან ყველაფერი დაიმსახურა რაც აქვს, მე მას ყოველთვის წამატებებს ვუსურვებ. ჩვენ ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გვაქვს, სოციალურ ქსელში ხშირად ვსაუბრობთ. მას ვუთხარი, რომ მასთან ერთად ვარჯიში მსურდა, რაზეც სიამოვნებით დამთანხმდა. ვფიქრობ ამ ბრძოლის შემდეგ დასასვენებლად დრო მექნება და ილიასთან აუცილებლად ჩავალ.

შეგახსენებთ, რომ დრიკუს დუ პლესი 16 აგვისტოს საჩემპიონო ქამრის დაცვას ხამზატ ჩიმაევის წინააღმდეგ ეცდება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.097143