„ლიონის“ თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის შესახებ ფრანგულმა გამოცემა Le Progres-მა სტატია გამოაქვეყნა.
ქართველი ფეხბურთელი მზადაა ალექსანდრ ლაკაზეტი შეცვალოს და ზეწოლას არ გრძნობს. ის მზადაა გოლების გასატანად, მაგრამ გუნდის დახმარებას დაცვაშიც აპირებს.
„ალექსანდრ ლაკაზეტის წასვლის შემდეგ გიორგი მიქაუტაძე ახლა „ლიონის“ ძირითადი ფორვარდია. ის აცნობიერებს, რომ მეტი პასუხისმგებლობის აღება მოუწევს და თავს საკმაოდ თავისუფლად გრძნობს, მზადაა შაბათს ლიგა 1-ის პირველ ტურში „ლანსთან“ ძირითად შემადგენლობაში ითამაშოს.
გიორგი მიქაუტაძეს „ლიონთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და არავინ ეცდება მასთან შეხებას. „ლიონში“ იმედოვნებენ, რომ ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე იქნება. ქართველი ფეხბურთელი „მეციდან“ 18.5 მილიონ ევროდ შეიძინეს, მიუხედავად იმისა, რომ ყველა პროგნოზი „მონაკოში“ გადასვლაზე მიუთითებდა, მაგრამ ის მშობლიურ კლუბში დაბრუნდა. „ეს ბავშვობის ოცნებაა“ - თქვა მან. ძალიან კარგი სეზონის (17 გოლი და 11 საგოლე პასი) შემდეგ, ჟორჟმა ყველა კარი დახურა და კლუბში დარჩა.
არც კლუბზე დაკისრებული ფინანსური საფრთხეები, არც დაქვეითების საშიშროება და არც გუნდის ხარისხთან დაკავშირებული ეჭვები უშლიდა ხელს მის გადაწყვეტილებას. მან სწრაფად, ნათლად აუხსნა გარშემომყოფებს, რომ ის გუნდში რჩებოდა. „ლიონის“ ხელმძღვანელობაც დაეთანხმა მის სურვილს, პაულუ ფონსეკამაც განაცხადა, რომ მისი პროექტის მამოძრავებელი ძალა იქნება.
„ლიონში“ დაბრუნების შემდეგ ჟორჟ მიქაუტაძეს დიდი სურვილი აქვს, რომ წარმატებას მიაღწიოს თავის ქალაქში.
ცოტა მეტი ზეწოლის ქვეშ?
„არა, მე „ლიონის“ ნამდვილი 9 ნომერი ვარ, მაგრამ არანაირ ზეწოლას არ ვგრძნობ. გასლ სეზონში ალექსი აქ იყო და მე მომიწია ჩემი შესაძლებლობების გამოყენება, რათა ჩემი თვისებები მეჩვენებინა. გუნდში ყველა ენაზე ვსაუბრობთ, ინგლისურად, პორტუგალიურად, ესპანურად, ფრანგულად, ქართულად, ჩეხურად და ძალიან კმაყოფილები ვართ წინასასეზონო შეკრებით. მწვრთნელთან ერთად ბევრი რამ დავგეგმეთ, მათ შორის, ახალი სისტემა“, - აღნიშნავს ის.
24 წლის ფეხბურთელი, რომელსაც გოლების რაოდენობის გაზრდა სურს, ასევე აფასებს გუნდურ კონცეფციას: „ფორვარდის პოზიციაზე ყოფნის დროსაც კი, დაცვით ფაზაში ვარ ჩართული. ეს ყველას გვახსოვს. თავდამსხმელი გუნდს დაცვაში უნდა დაეხმაროს. ამას კიდევ უფრო მეტად ვაკეთებთ, რადგან ვიცით, რომ მატჩის დროს შანსები გვექნება, რომ გავიტანოთ. და თუ გოლს არ გავუშვებთ, მოგების მეტი შანსია“.
ქართველი ახალ თანაგუნდელებთან ერთად თამაშს სწავლობს. მან ტაილერ მორტონზე ისაუბრა: „ვცდილობთ მასთან საუბარს, ინტეგრირებაში დახმარებას, რათა კომფორტულად ვაგრძნობინოთ თავი და ერთმანეთის გვესმის, მან იცის, რომ შემიძლია მცველის უკან ვიყო და რომ მას შეუძლია ჩემი პოვნა“.
„ლიონის“ თავდამსხმელმა პრესეზონზე ექვს მატჩში 3 გოლი გაიტანა და მზადაა „ლანსთან“ ძირითადში ითამაშოს. „მოხარული ვარ, რომ „ლანსთან“ მატჩით სეზონი იწყება, ერთი სული მაქვს ეს მოხდეს“.
შეგახსენებთ, რომ „ლიონი“ ლიგა 1-ის პირველ ტურში „ლანსს“ დაუპირისპირდება.