საქართველოს ნაკრების მცველი ლაშა დვალი თავისუფალი აგენტია და უგუნდოდაა. როგორც ესპანური მედია იტყობინება, 30 წლის ფეხბურთელი აგენტებმა ესპანურ „ლას პალმასს“ შესთავაზეს.
„ლას პალმასი“ ლა ლიგა 2-ის ბინადარია. სხვა დეტალები უცნობია, მაგრამ ესპანური კლუბი ამ შეთავაზებას ჯერ არ გამოხმაურებია.
დვალი ბოლო დღეებში ბერძნულ „ოფისაც“ დაუკავშირეს, თუმცა როგორც ჩანს, ჯერ სიახლე მაინც არაფერია.
ლაშა დვალს არაერთ გუნდში უთამაშია, ბოლო სამი სეზონი კი, ნიქოზიის „აპოელში“ გაატარა, რომელთანაც კონტრაქტი ამოეწურა და კლუბი დატოვა.