ფეხბურთი

19:10 | 13.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "მილანმა" ბელგიელი მცველი დაიმატა

"მილანმა" "ჯენოადან" ბელგიელი ცენტრალური მცველი კონი დე ვინტერი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

ფეხბურთელის სანაცვლოდ „როსონერიმ“ 20 მილიონი ევრო გადაიხადა და კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე გაუფორმა. დე ვინტერის ხელფასი სეზონში 2 მილიონი ევრო იქნება. აღსანიშნავია, რომ 5 მილიონი ტურინის“იუვენტუსს“ ერგება, სადაც ბელგიელი მცველის კარიერა დაიწყო.

კონი დე ვინტერი „იუვენტუსის“ აღზრდილია, რომლის მთავარ გუნდში ორი მატჩი ჩაატარა, სწორედ მასიმილიანო ალეგრის ხელმძღვანელობით. შემდეგ მან იჯარით „ემპოლიში“ ითამაშა, ხოლო 2023 წლიდან „ჯენოაში“ გამოდის, რომლის მაისურით 57 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.095185