"ლივერპული" სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას განაგრძობს. როგორც ცნობილი ხდება, მერსესაიდელებმა მორიგ შეთანხმებას მიაღწიეს და ახალგაზრდა 18 წლის იტალიელი ცენტრალური მცველი ჯოვანი ლეონი კარიერას "პარმადან" "ლივერპულში" გააგრძელებს.
აღნიშნულ ინფორმაციას SkySportDE ავრცელებს. გამოცემის მტკიცებით, მხარეებმა შეთანხმებას ყველა საკითხზე მიაღწიეს და იტალიელი ფეხბურთელი ინგლისში უახლოეს პერიოდში ჩაფრინდება და ახალ კლუბთან კონტრაქტს ოფიციალურად გააფორმებს. აღნიშნული გარიგების სანაცვლოდ, "პარმა" დაახლოებით 35-40 მილიონს მიიღებს.
წყაროს თქმით, "ლივერპული" მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში კიდევ ორი ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს. მათი სამიზნეები ალექსანდერ ისაკი და "კრისტალ პალასის" ცენტრალური მცველი მარკ გეჰია.
შეგახსენებთ, რომ ჟოვანი ლეონი "პარმას" ღირსებას 2024 წლიდან იცავს, მაგ გასულ სეზონში 17 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავი ერთი გოლით გამოიჩინა.