სხვა

21:03 | 13.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ცხოვრებაძე ხორვატიის ჩემპიონში გადავიდა

ქართველი ხელბურთელი გიორგი ცხოვრებაძე კარიერას ხორვატიაში გააგრძელებს. მან კონტრაქტი „ზაგრებთან“ გააფორმა.

ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა. ცხოვრებაძემ ცოტა ხნის წინ გერმანული „გუმერსბახი“ დატოვა, რომელთანაც კონტრაქტი გაწყვიტა და კარიერის ხორვატულ გუნდში გაგრძელება ამჯობინა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს.

გიორგი ცხოვრებაძემ „გუმერსბახში“ 2023 წლიდან 161 გოლის გატანა მოახერხა და გუნდის ერთ-ერთი გაორჩეული ფიგურა იყო.

0.097575