ფეხბურთი

23:09 | 13.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

იოახიმ ლიოვმა უზბეკეთის ნაკრებში მუშაობაზე უარი თქვა

იოახიმ ლიოვს უზბეკეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ჰქონდა.

BILD-ის ცნობით, 65 წლის გერმანელი რამდენიმე დღის განმავლობაში განიხილავდა ცენტრალური აზიის ეროვნულ ნაკრებთან მუშაობას. უზბეკეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა არასდროს შედგა, რადგან სპეციალისტმა გადაწყვიტა თავაზიანად უარი ეთქვა შეთავაზებაზე.

ლიოვმა გერმანიის ნაკრები ევრო 2020-ის შემდეგ დატოვა. იოახიმის ხელმძღვანელობით გერმანიის ნაკრებმა 2006 წლის ივლისიდან მოყოლებული 198 მატჩი ჩაატარა, მოიგო 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატი და 2017 წლის კონფედერაციათა თასი.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.09529