საქართველოს 16-წლამდე საკალათბურთო ნაკრებმა თბილისში მიმდინარე ევრობასკეტზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.
ქართველმა კალათბურთელებმა მეხუთე ტურში ისრაელი დაძაბულ ბრძოლაში 70:66 დაამარცხა.
საუკეთესო სანდრო შერვაშიძე იყო 11 ქულით და 10 მოხსნით, დავით ტრაპაიძეს 11 ქულა ჰქონდა, ხოლო საბა პატაშურს - 10.
საქართველოსთვის ეს იყო პირველი მოგება ზედიზედ 4 წაგების შემდეგ შემდეგ და ახლა 9-12 ადგილებისთვის იბრძოლებს, ხოლო A დივიზიონში ადგილი უკვე შეინარჩუნა.