ფეხბურთი

1:57 | 14.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

მარკინიოსი: "ასე გამარჯვება წარმოუდგენელია"

„პარი სენ-ჟერმენის“ კაპიტანმა მარკინიოსმა „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ ევროპის სუპერთასზე გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა:

„წარმოუდგენელია ასე გამარჯვება. ამ გუნდმა კიდევ ერთხელ აჩვენა ხასიათი, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად 100%-ით მზად არ ვიყავით. თუმცა, ფეხბურთი მხოლოდ ფიზიკა არაა, ტაქტიკაც საჭიროა. მოვახერხეთ გოლების გატანა ცვლილებებით და პენალტებში გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც კარგად ურტყამენ, მეკარეც ძალიან დაგვეხმარა. დონარუმა? ჯიჯო, ჩემო მეგობარო, მიყვარხარ, გკოცნი“, - თქვა მარკინიოსმა.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ მომდევნო მატჩს 17 აგვისტოს, „ნანტის“ წინააღმდეგ საფრანგეთის ლიგა 1-ში გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.164208