„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ თავისი გუნდი გამარჯვებამდე მიიყვანა 2025 წლის უეფას სუპერთასის მატჩში, რომელშიც გუნდმა ლონდონის „ტოტენჰემ ჰოთსფური“ (2:2, 4:3 პენალტებით) დაამარცხა. ესპანელმა სამწვრთნელო კარიერაში მეორედ მოიგო ხუთი ტიტული კალენდარულ წელიწადში.
2025 წელს პარიზელები საფრანგეთის ჩემპიონები გახდნენ, მოიგეს ქვეყნის თასი და სუპერთასი, ასევე მოიგეს ჩემპიონთა ლიგა. ახლა ამ სიას უეფას სუპერთასიც დაემატა.
ენრიკემ მსგავს წარმატებას „ბარსელონას სათავეში ყოფნისასაც მიაღწია 2014/2015 წლების სეზონის ბოლოს. მაშინ „ლურჯ-ბროწეულისფერები“ ესპანეთის ჩემპიონები და ქვეყნის თასის მფლობელები, ასევე ჩემპიონთა ლიგის, საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატისა და უეფას სუპერთასის გამარჯვებულები გახდნენ.
ათი წლის წინათ ენრიკემ „ბარსელონასთან“ ერთად სუპერთასი თბილისში მოიგო.