„ტოტენჰემ ჰოთსფური“ 2025 წლის უეფას სუპერთასის მატჩში „პარი სენ-ჟერმენთან“ დამარცხდა (2:2, 3:4 პენალტებით). ეს „ტოტენჰემისთვის“ მესამე წაგებაა ევროპულ ფინალებში.
1973/1974 წლების სეზონში ლონდონელები უეფას თასის მოგებასთან ახლოს იყვნენ. ამ ტურნირის განმავლობაში გუნდმა დაამარცხა „გრასჰოპერი“, „აბერდინი“, თბილისის „დინამო,“ „კიოლნი“ და ლაიფციგის „ლოკომოტივი““. ორმატჩიან ფინალში კი როტერდამის „ფეიენოორდთან“ 2:2, 0:2 წააგო.
2018/2019 წლების სეზონში „ტოტენჰემს“ შეეძლო ჩემპიონთა ლიგის მოგება. ამ სეზონში ლონდონელები ჯგუფიდან გავიდნენ „ბარსელონასთან,“ „ინტერთან“ და პსვ-სთან ერთად. პლეი-ოფში გუნდმა დაამარცხა დორტმუნდის „ბორუსია“, „მანჩესტერ სიტი“ და „აიაქსი.“ ფინალში კი „ლივერპულთან“ წააგო (0:2).