ფეხბურთი

13:16 | 14.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს კაპიტანმა მარკინიოსმა სუპერთასის გამარჯვების მედალი ილია ზაბარნის გადასცა

ფრანგულმა „პარი სენ-ჟერმენმა“ სუპერთასის მატჩში პენალტების სერიაში ინგლისური „ტოტენჰემ ჰოთსფური“ 4:3 დაამარცხა (ძირითადი დრო - 2:2) და პრიზს დაეუფლა. დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ, პსჟ-ს მცველმა და კაპიტანმა მარკინიოსმა თავისი მედალი გუნდის ახალწვეულ უკრაინელ მცველს ილია ზაბარნის გადასცა, რომელსაც მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.

ზაბარნი პსჟ-ში 12 აგვისტოს გადავიდა და შესაბამისად, ვერ მოხერხდა მისი გუნდის განაცხადში შეყვანა. თუმცა, ფეხბურთელი გუნდთან ერთად იტალიაში (უდინე) წავიდა.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზაბარნიმ ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე გააფორმა. მედიის ცნობით, „ბორნმუთიდან“ ფეხბურთელის ტრანსფერის საფასური 63 მილიონი ევრო იყო.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.095448