ფეხბურთი

13:49 | 14.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჰაქიმიმ ახსნა, თუ რატომ არ იმსახურებდა პსჟ „ტოტენჰემის“ დამარცხებას უეფას სუპერთასზე

პსჟ-ს მცველმა აშრაფ ჰაქიმიმ „ტოტენჰემთან“ უეფას სუპერთასის მატჩის შემდეგ, რომლის ძირითადი დრო 2:2 დასრულდა, პენალტების სერიაში კი პარიზელებმა იმარჯვეს — 4-3, ჟურნალისტებს აზრი გაუზიარა.

„არა მგონია, რომ ამ თასს ვიმსახურებდეთ, რადგან ჩვენ შევძელით ჩვენსა და „ტოტენჰემს“ შორის განსხვავების დანახვა. 80 წუთის განმავლობაში ვცდილობდით ჩვენი ფეხბურთი გვეთამაშა, მაგრამ შეცდომებს ვუშვებდით პასებში.

გაგვიმართლა, რომ ორი გოლი გავიტანეთ და პენალტების სერიამდე მივაღწიეთ. მაგრამ ეს ფეხბურთია. ძალიან ბედნიერი ვარ, გულშემატკივრებისთვის და ჩვენთვის ეს ნებისმიერ შემთხვევაში შესანიშნავი მომენტია“, - ციტირებს Footmercato ჰაქიმის სიტყვებს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.102034